უმუშევრობის დონე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 %-ით იკლო და 13.7 % შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა 19.1 ათასი კაცით გაიზარდა და 936 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასი კაცით, 451.5 ათასამდე გაიზარდა.