დასაქმების ფორუმი გამართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
აქტიური ვაკანსიები ღონისძიების მონაწილეებს 10-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლები ადგილზე გაეცნენ ვაკანსიებს და პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ დაუკავშირდნენ. ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.