ხმაური იყო ზუგდიდში, საკრებულოს სხდომაზე.
კამათი სანდრა რულოვსის მისვლას და განცხადებას მოჰყვა. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ. სანდრა რულოვსმა მმართველი ძალა, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატს, ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით წარსულში გამოთქმული პოზიციები გაახსენეს.
ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.