საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ უხარისხო პესტიციდების გამო, ფაროსანამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ამის სადემონსტრაციოდ მათ გზაზე დაზიანებული თხილი და ხურმა დაყარეს. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად უკვე მივიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მერაბ წულუკიძე ქობულეთში მიმდინარე აქციიდან.