რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიცია კარვის გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
მას შემდეგ რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, ზაზა სარალიძემ გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის გზის სავალი ნაწილიდან გადმოიყვანეს.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ.