დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უნდა დაწყებულიყო, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ.

შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები, რომლითაც კანონპროექტს აპროტესტებენ. მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სასტვენებითა და შეძახილებით დახვდნენ.

როგორ ვითარდებოდა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომამდე და უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას მოვლენები პარლამენტში – თეონა მანაგაძე დეტალებით.