დაპირისპირება პარლამენტში - მოვლენათა ქრონოლოგია

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების განხილვის მოთხოვნა და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტების მიერ პოსტის დატოვება – მიზეზები, ოპონენტების მოთხოვნები და მმართველი გუნდის პასუხები.

ოპოზიციამ კულტურის მინისტრის მოსმენის სანაცვლოდ, დილიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების განხილვა მოითხოვა. ჩხუბი სხდომათა დარბაზიდან საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში გაგრძელდა.

თეონა მანაგაძე მოგვიყვება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ამჯერად რამ გამოიწვია დაპირისპირება.