დაპირისპირება პარლამენტში

გამორჩეული იყო პარლამენტისთვის დღევანდელი დღე.

სხდომათა დარბაზი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ადგილად იქცა.

სიტუაცია ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს დაიძაბა და მოგვიანებით დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ერთად კონფლიქტში ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილიც იყვნენ ჩართული. ისმოდა მუქარის შემცველი განცხადებები და შეურაცხმყოფელი ფრაზებიც.

ვითარება მანდატურის სამსახურმა განმუხტა.