დაპირისპირება ოპოზიციაში და სააკაშვილის კრიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ორად გაყოფილი საკუთარი პარტიის გაერთიანებას კიდევ ერთხელ ცდილობს.

ამჯერად ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კონსოლიდაციისკენ სრულ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს. ექს-პრეზიდენტის აზრით, ოპოზიცია დღეს დასუსტებულია და პარტიები, რომლებიც გაერთიანებას ვერ ახერხებენ, დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდონ. კიდევ ერთი თემა, რაზეც სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს, პარტიაში ძველი სახეების დაბრუნების აუცილებლობაა. მათ შორის პრეზიდენტმა გიგი უგულავა, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძეც დაასახელა.

სააკაშვილის კრიტიკული გზავნილები ოპოზიციას და პოლიტიკური შეფასებები – ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში.