ქალაქ ფოთის საფეხბურთო კლუბის, „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, გუნდიდან ხელმძღვანელის და სპონსორის წასვლას მოითხოვენ.
საკუთარ მოთხოვნებზე სალაპარაკოდ ისინი დღეს სტადიონზე შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, რაც კლუბში შექმნილი კრიზისის უმთავრესი მიზეზია. ფეხბურთელები და გულშემატკივრები ხელისუფლებას მათ მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ზომებით იმუქრებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვითარებაში გარკვევის მიზნით დრო ითხოვეს.
თავად გუნდის ხელმძღვანელი დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია.