„დინამომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო

დღეს „დინამო თბილისი“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გუნდმა გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სეზონში სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაშვებულმა და საფეხბურთო აკადემიიდან დამატებულმა ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს. სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნის შემდეგ თბილისის „დინამომ“ ორი მოთამაშე დაიმატა. ამსტერდამის „აიაქსის“ აღზრდილი 27 წლის მარჯვენა მცველი, ფაბიან სპორკსლეიდი და მარტვილის „მერანის“ 23 წლის გარემარბი, ლევან წოწონავა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, „დინამოს“ დაკომპლექტება გრძელდება და თურქულ შეკრებაზე დასრულდება, სადაც გუნდი 20 იანვარს გაემგზავრება და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

დატოვე კომენტარი