ხმაური იყო ხულოში. მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლას და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცეს. შენობაში მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებმა აქტივისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.