ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.
გეგი გეგეშიძეს სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტზე ჰკითხავენ. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურა დათუნაშვილმა, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებს. სპორტსმენი გეგა გეგეშიძეს რკინის საგნის ჩარტყმაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტთან მის უთანხმოებას რამდენიმე თვის ისტორია აქვს.
მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებას მწვავე რეაქციები მოჰყვა მთავრობის წევრებს შორის.
ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა დაპირისპირებული მხარეების პოზიციები.