მწვავე პოლიტიკური კრიზისი ბორჯომში.
ქალაქის მერია და საკრებულო დილიდან პარალიზებულია. ადგილობრივ ხელისუფლებასა და საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ქალაქში სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.
უთანხმოება, მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდის საკითხს უკავშირდება, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს არ უჭერენ.
მივა თუ არა დაპირისპირება განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე?
ნათია ქენქაძე მუშაობს ბორჯომში.