ბათუმის საკრებულოში დეპუტატების მიერ ერთმანეთის ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით. ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას სხდომის დაწყებიდან დახურვამდე, 2-ჯერ ჰქონდა ადგილი. ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მოხდა. ადგილზე პოლიციის გარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მობილიზებული, რომელმაც „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი საავადმყოფოში გადაიყვანა.