თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავი აღინიშნა. შედგა იტალიური ენის 21-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ეტაპზე გამოცემული, დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ქართულ-იტალიური საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია. მოეწყო ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის მიერ დანტე ალიგიერის პორტრეტის მიხედვით შესრულებული საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია. გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია.