დანიელი ჟურნალისტების სასწავლო ვიზიტი

საქართველოს პირველ არხს დანიიდან ჟურნალისტები ეწვივნენ. ისინი საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. დანიელ ჟურნალისტებს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი შეხვდა. სტუმრებმა დაათვალიერეს პირველი არხი და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს, მათთვის საინტერესო იყო, როგორ ხდება საქართველოში კონსტრუქციული ახალი ამბების მიდგომის გამოყენება. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომლის პრინციპებითაც პირველი არხი ხელმძღვანელობს, არის ახალი მიმართულება და ახლახან დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.