წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულმა დანაშაულმა 3.39 პროცენტით იკლო. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ. მისივე განმარტებით, უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მატების მაჩვენებელი და ის 62%-ს აღემატება. მინისტრის მოადგილემ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას სიახლეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცვლად ყოველი თვისა, სტატისტიკურ მონაცემებს კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებენ და ის უფრო ჩაშლილი და დეტალური იქნება.