ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.