ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ომარ მხეიძე დღეს დაკრძალეს. ომარ მხეიძე ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს. ის სამი ათეული წელი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი იყო. არაერთი ჯილდოს მფლობელ მოცეკვავეს 2016 წლის 8 ივნისს ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფონდმა „ქართული გალობა“ ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება მიანიჭა. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ომარ მხეიძეს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა საუკუნის მოცეკვავის წოდება მიანიჭა.