2023 წელს ამოქმედებული რეგულაციები დამსაქმებლებთან დაკავშირებით – შრომის ბაზარი, დეფიციტური მუშახელი და ვაკანსიები, რომელიც ვერ ივსება, – ამ თემებზე დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა. მისი განცხადებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოების 40-48-საათიანი სამუშაო კვირის დარეგულირება 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში. ელგუჯა მელაძე ასევე განმარტავს, რომ სამუშაო ბაზარი ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, ხოლო ხელფასების გაზრდის შემთხვევაში, ეს იმოქმედებს იმ პროდუქციის თვითღირებულებაზეც, რომელსაც ის კონკრეტული კომპანია აწარმოებს.