26 მაისისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.
ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს რეგიონებშიც. მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენები, საავიაციო ჩვენებები, სხვადასხვა ქალაქში მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ქვეყნის რამდენიმე ისტორიული ძეგლი კი თემატურ ნაწილებად დაყოფილ საგამოფენო სივრცედ და საინტერესო სანახაობის ადგილად იქცა.
წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილი და კონცეფცია, ანუ საქართველოს და ევროპის ისტორიული კავშირების დემონსტრირება, ყველა ღონისძიების მთავარი ხაზი იყო.