დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს.
დამოუკიდებელი ინსპექტორი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პირველად დღეს წარუდგენს. ინსპექტორს თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე ჯამში – 272 დისციპლინური საჩივარი გადაეცა.
2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ 100-მდე საჩივარზე მომზადდა დასკვნა. საკითხი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ სადისციპლინო სხდომაზე განიხილეს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება 25-მდე საქმეზე მიიღო.