დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნა

ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ პროცესებზე საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების სხდომის მოწვევას ითხოვენ.

დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, დახურულ ფორმატში დემარკაციისა და დელიმიტაციის სამთავრობო კომისიის წევრები უნდა წარდგნენ და დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ, რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ბესელიას თქმით, კომისიის მუშაობის შედეგები დეპუტატებისთვის არ არის ცნობილი.