პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ხვდებიან. განხილვის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესია. არამოსამართლე წევრების განცხადებით, ეს პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და უნდა შეჩერდეს.
დამოუკიდებელი დეპუტატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გარდა, შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც ესწრება. პოლიტიკოსების განცხადებით, სასამართლო სისტემაში პროცესები ნეპოტიზმით იმართება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩეულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 17 ივლისიდან დაიწყებს, რის შემდეგაც საბოლოო სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.