თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ მარაშში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი. ადგილობრივ მცხოვრებლებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰპირდება, რომ არავინ დარჩება ქუჩაში. მისი თქმით, დაზარალებულებს ანტალიის, ალანიისა და მერსინის სასტუმროებში დააბინავებენ. დანგრეულ ქალაქში კი ახალი საცხოვრებელი კორპუსები ერთი წლის განმავლობაში აშენდება. ამასთან, თითოეული დაზარალებული ოჯახი, მთავრობისგან დახმარების სახით მიიღებს 10 ათას ლირას. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი სტიქიის მსხვერპლი 8574-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 50 000-ს აჭარბებს.