ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 209 ადამიანი. გარდაცვლილთა უმეტესობა, 72 პირი, სტიქიას კუნძულ ლომბოკზე ემსხვერპლა, სადაც ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
სტიქიით დაზარალებულ ინდონეზიის კუნძულებს ნაადრევად ტოვებენ ტურისტები, რომელთაც ბოლო ერთ კვირაში, უკვე მეორედ იხილეს მიწისძვრის დამანგრეველი ძალა.