ინდოეთში წყალდიდობისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.   ქვეყნის დასავლეთ შტატებში ეროვნული ჯარი, საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა და კატასტროფაზე რეაგირების ეროვნული ძალებია მობილიზებული, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში. მეტეოროლოგების თქმით, უხვი ნალექი არაბეთის ზღვის დათბობის შედეგად არის გამოწვეული.