ატოცსა და საოკუპაციო ზოლში მდებარე სხვა სოფლების მოსახლეობისთვის ხელისუფლება ახალ სოციალურ პაკეტს ამზადებს.
გათვალისწინებულია 200-ლარიანი ვაუჩერის დარიგება გაზის გადასახადის დასაფარად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წყლით მომარაგება და სტუდენტების დაფინანსება. დროებითი სამთავრობო კომისიის გეგმა ალტერნატიული შემოსავლის წყაროს გაჩენასაც გულისხმობს ადამიანებისთვის, რომელთა მიწის ნაკვეთების და ბაღ-ვენახების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
ჩვენს რეპორტაჟში თქვენ ნახავთ, რა პირობებში უწევთ ცხოვრება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და რა სჭირდებათ ადგილობრივებს ყველაზე მეტად.