შვეიცარიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდები ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. შვეიცარიის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულ პირებს კონტაქტი ჰქონდათ მანამდე გერმანიაში დაკავებულ მოზარდებთან, რომლებიც ისლამისტური მოტივებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ვრცელდება ცნობები, რომ ახალგაზრდები საკუთარ გეგმაზე სოციალურ ქსელში საუბრობდნენ. განიხილებოდა თავდასხმა სინაგოგებსა და ეკლესიებზე, ასევე პოლიციის განყოფილებებზე. თავდასხმის სავარაუდო სამიზნედ სახელდებოდა ქალაქები: დორტმუნდი, დიუსელდორფი და კიოლნი.