ტერორისტული თავდასხმა ვენაში

ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. განცხადება დაჯგუფებამ „ტელეგრამ-არხის“ საშუალებით გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა. თავის მხრივ, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“თავდასხმის კავშირს ამოწმებენ. 2 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 22 პირი. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 14 ადამიანი. ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირში, ორი ეჭვმიტანილი დააკავეს შვეიცარიაშიც.

მოამბე