დაკავება თაღლითობის ფაქტზე.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხუთი პირი აიყვანა და 13 პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში, საერთო ჯამში 20 000 კვ.მ- ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით.
სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.