ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებთ 13 პირი დააკავეს. ორ ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიების ინფორმაციით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები, პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მოდავე მხარეებთან ე.წ ქურდულ გარჩევებს სწორედ კანონიერი ქურდების ჩართულობით აწყობდნენ. ჩხრეკის შედეგად ბრალდბეულების ტელეფონებთან ერთად ამოღებულია სხვადახვა ძვირფასი ნივთი.
დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.