დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

ფინანსური გარჩევები კრიმინალური ავტორიტეტების და ე.წ. კანონიერი ქურდების მონაწილეობით – დაკავებულია რვა ადამიანი. მათ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ ბრალი.

დაკავების ოპერაცია თბილისთან ერთად რუსთავსა და ჩხოროწყუში ჩატარდა. გამოძიება ბრალდებას ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით ამყარებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დავის მოგვარებას კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. კანონიერი ქურდები ცდილობდნენ. საუბარია ქართველ ბიზნესმენსა და რუსეთის მოქალაქეს შორის წარმოშობილ ფინანსურ უთანხმოებაზე.