ე.წ. ქურდული გარჩევები ვალების დასაბრუნებლად. ხუთი ადამიანი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებითაა დაკავებული.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულები ფინანსური დავების გადაწყვეტაში მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ერთვებოდნენ და პრობლემის მოგვარების შემთხვევაში თავადაც ფინანსურ სარგებელს იღებდნენ. თუ საქმეში არსებულ აუდიო-მასალებს დავეყრდნობით, იყო მუქარის ფაქტებიც.