დაკავება ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხ თანამშრომელს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ავტობაზის თანამშრომლები სამსახურებრივი მფარველობისათვის სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით ფულად თანხას იღებდნენ. პარალელურად კი გამოკითხვები მიმდინარეობს.