დაკავება გამოძალვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. ბრალდებულმა მიმდინარე თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, უარის მიღების შემდეგ კი მეწარმესა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.