დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

ქრთამის მიცემის ფაქტზე კი დაკავებულია ორი ადამიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.