დაკავება ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე

სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაში.

ნარკოდანაშაულისთვის ერთი ოჯახის სამი წევრია დაკავებული. მშობლებს და მათ 25 წლის ქალიშვილს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-რეალიზებას ედავებიან. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულებს დანაშაულებრივ სქემაში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 7 წლის ბავშვიც ჰყავდათ ჩართული. არსებობს ფარული მიყურადებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალებიც.