ქვემო ქართლის პოლიციამ ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს