მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს ქუთაისში.
არსებული ცნობით, საუბარია ექვსი წლის ბავშვზე. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. მამაკაცი გუშინ ავტოქარხნის დასახლებაში აიყვანეს. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა.