მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგული გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. ახალგაზრდები ნაპოვნი არიან და თავს კარგად გრძნობენ. გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი 21 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემის სოფელ ზეგანიდან ლენტეხის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკით სალაშქროდ წავიდნენ. 22 ივლისს მათთან კავშირი გაწყდა. ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში 24 ივლისს დაფიქსირდა.
დაკარგულების ძებნის ოპერაციაში ადგილობრივებთან ერთად, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდნენ. ახალგაზრდების თქმით, ისინი დათვის გამო იძულებული იყვნენ, მარშრუტი შეეცვალათ. გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი ახლა გამოკითხვაზე იმყოფებიან.