დაჯარიმებული მაღალი თანამდებობის პირები. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის წევრები: არჩილ თაკალვაძე, აკაკი ზოიძე, კიდევ რვა დეპუტატი, მინისტრის მოადგილეები, მოსამართლეები, გამგებლები… ეს იმ სახელმწიფო მოხელეების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საჯარო სამსახურის ბიურომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მიზეზი კი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას დაშვებული ხარვეზებია. დეკლარაციების მონიტორინგი ქვეყანაში წელს პირველად ჩატარდა. შედეგი ასეთია: ამ ეტაპზე 287 დოკუმენტი შემოწმდა, 217 პირზე კი სანქციები გაიცა.