„დაინახე, განაცხადე, შეაჩერე“ - პროკურატურის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა
„დაინახე, განაცხადე, შეაჩერე“– საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, რამდენიმე ქალაქში გამწვანების აქცია ჩატარდა.
პროკურორებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში, მარადმწვანე ფოთლოვანი ხეები დარგეს.
დაზარალებულთა კვირეული უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.