„დაიცავი ბათუმის“ მიმართვა

ბათუმში დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტი პროტესტის მიზეზი ხდება.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ წევრები ადგილობრივებთან ერთად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. საუბარია პროექტ „ბათუმი რივიერაზე,“ რომელიც ადგილზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.

ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნებართვის გაცემამდე დავის საგანია, ეკუთვნის თუ არა კომპლექსისთვის შერჩეული ადგილი ქალაქის ისტორიულ ნაწილს.