„დაიცავი ძველი ბათუმი“-ს განცხადება  

საინიციატივო ჯგუფი, „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათუმი“ პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს წერილით მიმართავენ.

ორგანიზაციები მიმართვაში მოითხოვენ, შეწყდეს წალაქში ქაოტური მშენებლობები და ამოქმედდეს ძველი ბათუმის დაცვის ზონა. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული ზონის დამტკიცება ხელოვნურად ჭიანურდება, საზოგადოებას კი, კითხვები აქვს, როგორც რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობასთან, ასევე ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.

წერილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. მისი თქმით ყველა გადაწყვეტილება ქალაქისა და ბათუმელების ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.