დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 1.5 თვეა ამოქმედებული. თუმცა, როდის დაიწყება მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების მართვა, ჯერაც უცნობია. ამ პროცესის დასაწყებად ჯერ საინვესტიციო საბჭოა დასაკომპლექტებელი. საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრის კანდიდატურა კი ეროვნულ ბანკს აქვს წარსადგენი.
საპენსიო სააგენტომ დროებითი გამოსავალი მოძებნა და მოქალაქეთა დანაზოგების ნაწილი საბანკო დეპოზიტებზე განათავსა.