„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, პორტფელების გადანაწილებისთვის 6 სექტემბრამდე დადგენილი ვადა გაუქმდება. ანუ, თუ აქამდე საპენსიო სააგენტო მოუწოდებდა მოქალაქეებს, მისულიყვნენ იუსტიციის სახლში ან სააგენტოს სერვის-ცენტრებში და სურვილის შემთხვევაში შეეცვალათ პორტფელები დროულად, ახლა ეს ვადა 2028 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა სქემის მონაწილე ყველა მოქალაქე ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში იქნება. შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა, შემდეგი საპარლამენტო განხილვა კი 4 სექტემბერს არის ჩანიშნული.