37 წლის ოთარ ღვინაშვილი დღეს თბილისში, ვაზისუბანში საკუთარ სახლში მიასვენეს – უფროსი დეტექტივი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის ცდილობდა, შემთხვევის ადგილს მოქალაქეები გაერიდებინა და გადაერჩინა.
პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს, მის საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხის ნაკადი არ წყდება.