დაღუპული პოლიციელი სახლში გადაასვენეს

18:10, 21.01.2023

37 წლის ოთარ ღვინაშვილი დღეს თბილისში, ვაზისუბანში საკუთარ სახლში მიასვენესუფროსი დეტექტივი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის ცდილობდა, შემთხვევის ადგილს მოქალაქეები გაერიდებინა და გადაერჩინა.

პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს, მის საცხოვრებელ სახლში სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხის ნაკადი არ წყდება.

მსგავსი